Privacy Policy
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი აღწერს შპს „აჭარა ჯგუფის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს და დამუშავების პროცესში მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვის გარანტიებს.
აღნიშნულ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
შპს „აჭარა ჯგუფი“ პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრების, დასაქმებულებისა და ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირების კონფიდენციალურობის დაცვა. შესაბამისად, მივმართავთ უსაფრთხოების საჭირო ყველა საორგანიზაციო და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის.
- კანონმდებლობა, რომელიც საფუძვლად უდევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტს
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციის (GDPR) შესაბამისად.
ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეკომენდაციებს თქვენი უფლებების საუკეთესო სტანდარტით დაცვის მიზნით.
თქვენ უფლება გაქვთ, ზემოაღნიშნული რეგულაციების საფუძველზე, მოგვთხოვოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
ჩვენ მზად ვართ პირველივე შესაძლებლობისთანავე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი
კომპანიის დასახელება: შპს „აჭარა ჯგუფი“ (შემდგომში „ჩვენ“ )
საიდენტიფიკაციო ნომერი: 404676169
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოსტავას ქუჩა, N 14
ტელეფონის ნომერი: +995 0322 02 00 99
ელექტრონული ფოსტა: pdo@roomshotels.com
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: შპს „ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა“
საიდენტიფიკაციო ნომერი 404720263
მისამართი:ქ.თბილისი, მეფე სოლომონ II ქუჩა #2
ელ.ფოსტა: bls.lawcompany@gmail.com
ტელ.: +995 555 375 557
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი
შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტი“ (ს/ნ 404707171) იურიდიული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია შპს „აჭარა ჯგუფსა“ და შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტს“ შორის და მოიცავს შპს „აჭარა ჯგუფის“ ადამიანური და ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფას.
„აჭარა ჯგუფისთვის“ მომსახურების გაწევის პროცესში, შესაძლოა, მოხდეს ჩვენს მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება (მაგალითად, ვებგვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლები, შეტყობინებების გაგზავნისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა). ასეთ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ ჩვენსა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება – მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებით, კონფიდენციალურობის დაცვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების მხედველობაში მიღებით.
სასტურმო „რუმს თბილისი“, Marriott Bonvoy-ს წევრი სასტურმოა. Marriott Bonvoy-ს წევრობის ფარგლებში ხდება სასტუმროს ნომრების დაჯავშნა და ლოიალობის პროგრამაში გაწევრიანება საერთო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით, რა დროსაც ხდება სასტუმროს სტუმრების მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო მონაცემების დამუშავება.
- ჩვენს მიერ მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვა
მონაცემების დამუშავების პროცესში ვიცავთ შემდეგ პრინციპებს:
კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი – ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონით დადგენილი წესებითა და საფუძვლებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი უფლებების სათანადო დაცვას თანასწორობის (დისკრიმინაციის გამორიცხვის) პრინციპის დაცვით;
გამჭვირვალობის პრინციპი – მონაცემთა დამუშავების პროცესი გამჭვირვალეა თქვენთვის, მონაცემთა სუბიექტისთვის. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;
მიზნის შეზღუდვის პრინციპი – ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ კონკრეტული მიზნით რა მიზნითაც მოხდა მათი მოპოვება. თქვენი თანხმობით მოპოვებული მონაცემების სხვა მიზნით გამოყენებისთვის ხელახლა ვითხოვთ თქვენს თანხმობას;
მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი – მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობით რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად, მიზნისა და მონაცემთა მოცულობის თანაზომიერების გათვალისწინებით;
მონაცემთა სიზუსტის პრინციპი- ჩვენ ვზრუნავთ რომ ჩვენთან დაცული პერსონალური მონაცემები იყოს ზუსტი და ნამდვილი. არაზუსტ მონაცემებს დაუყოვნებლივ ვასწორებთ ან ვშლით, როგორც თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ჩვენს მიერ შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში;
ვადის შეზღუდვის პრინციპი – ჩვენ ვინახავთ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. პერსონალურ მონაცემთა შენახვისათვის ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ კონკრეტულ ვადას ან ვუთითებთ ვადის განსაზღვრის კრიტერიუმს;
მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპი – მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას ჩვენ ვიღებთ ისეთ ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებს, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
- რა მიზნით ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები გამომდინარეობს „აჭარა ჯგუფის“ საქმიანობის სფეროდან და დაკავშირებულია ჩვენი მომსახურების/პროდუქტების მიწოდებასთან, მომსახურების/პროდუქციის და მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებასთან, უსაფრთხოების ზომების დაცვასთან და „აჭარა ჯგუფში“ დასაქმებული პირების შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან.
ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი კონკრეტული მიზნებით:
- შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებისთვის;
- ავტომატური გადახდის პროცედურების ჩატარებისთვის;
- ხელშეკრულების, გარიგების დასადებად;
- შრომითი ურთიერთობებისთვის „აჭარა ჯგუფში“ დასაქმებულ პირებთან;
- მომხმარებლებისათვის სპეციალური შეთავაზებებისა და მარკეტინგის მიზნებისათვის;
- სასტუმროს ტერიტორიაზე ღონისძიებების ჩატარებისთვის;
- ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი მომხმარებლები ჩვენს ვებ გვერდთან;
- პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად; იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
- ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის სურვილების/პრეფერენციების გათვალისწინებისათვის;
- უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვისთვის;
- სასტუმროს წესების დარღვევისას რეაგირებისთვის.
- რა გზით მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს:
რა გზით მოვიპოვებთ ინფორმაციას სასტუმროს ვიზიტორების შესახებ
მონაცემთა სუბიექტისგან სასტუმროს ნომრების ონლაინ, საკომუნიკაციო ცენტრის მეშვეობით დაჯავშნის ან ადგილზე მომსახურების შეძენის დროს. ამავე გზით გროვდება ინფორმაცია თანმხლები პირების შესახებ, მათივე თანხმობით.
მომსახურების საფასურის ონლაინ გადახდის დროს.
ვებ გვერდებისგან (მაგ. Booking.com), რომელთა მეშვეობითაც ხდება ჩვენი სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, მათთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
ჩვენს ვებ გვერდზე რეგისტრირებული წევრების შესახებ
სასტუმროს ვებ გვერდზე რეგისტრირებისას, მოვიპოვებთ მონაცემებს მონაცემთა სუბიექტისგან, რომელსაც თავად შეყავს მონაცემები და შესაბამისი ველის მონიშვნით ადასტურებს თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
ჩვენი ვებ გვერდის ვიზიტორების შესახებ
ჩვენს ვებ გვერდზე სტუმრობისას მოვიპოვებთ ინფორმაციას „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკის შესაბამისად.
რა გზით მოვიპოვებთ მონაცემებს სასტუმროს ლოიალობის პროგრამის წევრების შესახებ
მონაცემთა სუბიექტს, რომელიც ხდება ლოიალობის პროგრამის წევრი, თავად შეყავს მონაცემები ვებ გვერდზე და ეთანხმება ლოიალობის პროგრამაში გაწევრიანებას.
რა გზით მოვიპოვებთ მონაცემებს ჩვენთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე შრომითი ხელშეკრულების დასადებად პერსონალურ მონაცემებს მოვიპოვებთ მონაცემთა სუბიექტებისგან, ასევე მათ მიერ მითითებული რეკომენდატორებისაგან.
რა გზით მოვიპოვებთ მონაცემებს სასტუმროში გამართულ ღონისძიებებში მონაწილე პირების შესახებ
სასტუმროს საკონფერენციო სივრცით ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მონაწილემ მხარემ შესაძლოა მოგვაწოდოს ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია (სახელები და გვარები) მათი შენობაში დაშვების მიზნით.
რა გზით მოვიპოვებთ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგისთვის
პირდაპირი მარკეტინგის წესით პერსონალურ მონაცემთა მოპოვება ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტისგან მის გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვის გარანტიებით ამ დოკუმენტის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
რა გზით მოვიპოვებთ ინფორმაციას სასტუმროს პერიმეტრზე მყოფი პირების შესახებ
უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით „აჭარა ჯგუფის“ შენობაში და მის გარე პერიმეტრზე ხორციელდება ვიდეო მონიტორგი. ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინოდ განათავსებულია. ჩვენთან დასაქმებული პირები დამატებით, წერილობით არიან გაფრთხილებულები ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ და მათგან მიღებული არის თანხმობა წერილობითი ფორმით.
ვიდეომონიტორინგის გზით პერსონალურ მონაცემთა შეგროვების კონკრეტული წესები და უფლებათა დაცვის გარანტიები შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში „სტანდარტული საოპერაციო პროცედურა ვიდეო მონიტორინგის შესახებ“
რა გზით მოვიპოვებთ ინფორმაციას რესტორნის მომხმარებლების/კვების ობიექტების მომსახურებით მოსარგებლე პირების შესახებ
რესტორნის მომხმარებლების/კვების ობიექტების მომსახურებით მოსარგებლე პირების/ მონაცემთა სუბიექტების შესახებ ინფორმაციას მოვიპოვებთ მათ მიერ ადგილის დაჯავშნის (ფიზიკურად, სატელეფონო ზარებით ან დაჯავშნის აპლიკაციის გამოყენებით) და განხორციელებული გადახდის დროს.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგისთვის
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებული, წერილობითი თანხმობის საფუძველზე სპეციალური ფორმის მეშვეობით (). თანხმობის გაცემამდე მონაცემთა სუბიექტს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია: ვინ არის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი; პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის მიზნით რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება; მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნები; რა ფორმით მიიღებენ შეტყობინებებს/ინფორმაციას კომპანიიდან; პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები; პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები; პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ვადა; თანხმობის გამოხმობა და გამოხმობის მექანიზმები; თანხმობის გამოხმობის შედეგები.
თანხმობის სპეციალური ფორმა განთავსებულია ჩვენს ვებ გვერდზე და ასევე ბეჭდური ვერსია განთავსებულია სასტუმროს სარეგისტრაციო მაგიდაზე. მონაცემთა სუბიექტებს თავად შეყავთ მონაცემები და თანხმობას ადასტურებენ შესაბამისი ველის მონიშვნით და თანხმობის გაგზავნით ღილაკზე „Submit“ დაჭერით.
- მონაცემთა ცალკეული კატეგორიები, დამუშავების მიზნები, საფუძვლები და ვადა
რომელ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ | რა გზით მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს | მონაცემთა დამუშავების მიზანი | მონაცემთა შენახვის ვადა |
სასტუმროს ან/და ბარების/რესტორნების ვიზიტორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი. | მონაცემთა სუბიექტისგან:
(სასტუმროს ან ბარების/რესტორნების ფიზიკურად, ონლაინ, დაჯავშნის აპლიკაციის ან საკომუნიკაციო ცენტრის მეშვეობით დაჯავშნისას; გადახდის განხორციელებისას; პირდაპირი მარკეტინგის თანხმობის დოკუმენტის შევსებისას)
სასტუმროს ონლაინ დაჯავშნების ვებ გვერდებისგან (მაგ. Booking.com), მათთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ბარებში/რესტორნებში მაგიდების დაჯავშნისას დაჯავშნის აპლიკაციის გამოყენებით
|
ხელშეკრულების დადება
შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების მოწოდება —————————– სპეციალური შეთავაზებები და მარკეტინგი
პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესება, სხვადასხვა კვლევის ჩატარება ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
ვიზიტორის მიერ სასტუმროს წესების დარღვევებზე რეაგირება
|
ხელშეკრულების დასადებად მოგროვებული მონაცემები ინახება ხელშეკრულების ვადით და ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 წლის ვადით (სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული
სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა) პირდაპირ მარკეტინგის მიზნით მოგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობამდე ვიზიტორის მიერ სასტუმროს წესების დარღვევებზე რეაგირებისთვის მოგროვებული მონაცემები ინახება დარღვევის ჩადენიდან 10 წლის ვადით პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის კვლევების ჩასატარებლად მონაცემები ინახება აღნიშნული მიზნის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა. |
ბილინგის მისამართი, ფინანსური მონაცემები (რომელიც მოიცავს თქვენი გადახდის ბარათის რეკვიზიტებს -ბარათის ნომერი, მფლობელი, მოქმედების ვადა)
|
მონაცემთა სუბიექტისგან წერილობითი თანხმობით
(როდესაც აწარმოებს დაჯავშნას ან გადახდას ფიზიკურად ან ონლაინ სასტუმროსა და რესტორნის მომსახურების მისაღებად) |
გადახდის პროცედურების წარმოება
სასტუმროს ნომრის დაჯავშნა
რესტორნის დაჯავშნა ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნები, ბიზნეს სტრატეგიის განვითარება
|
მომსახურების დასრულებიდან 10 წელი |
სასტუმროს ვიზიტორის მიერ მომსახურებით სარგებლობის რაოდენობა და მის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასება განხორციელებული ჯავშნების რაოდენობა, დემოგრაფიული მონაცემები (ასაკი, სქესი, დაბადების წელი, ეროვნება), ჩვევები, სად და როდის და რამდენი ხნით გაჩერდა, როდის რამდენი დახარჯა, მოგზაურობის ტიპი – ინდივიდუალური, ჯგუფური თუ კოპრორატიული, დიეტური მონაცემები და სხვ., | ჩვენი ვებ გვერდიდან მონაცემთა სუბიექტის თანხმობით (იმ შემთხვევაში თუ ის რეგისტრირებულია „აჭარა ჯგუფი“-ს ვებ გვერდზე)
______________________ ვებ გვერდიდან თუ მონაცემთა სუბიექტი არის ლოიალურობის პროგრამის წევრი. (ლოიალობის პროგრამაში გაწევრიანება ხდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობით)
მომსახურების ხარისხის შესახებ კითხვარით, რომელსაც მონაცემთა სუბიექტი, მისი სურვილის შემთხვევაში ავსებს სასტუმროს მომსახურების მიღების შემდეგ. |
სპეციალური შეთავაზებების განხორციელება „აჭარა ჯგუფისგან“
მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების განხორციელება და ლოიალობის პროგრამით სარგებლობა.
სასტუმროს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნები- „აჭარა ჯგუფი“-ს ბიზნეს სტრატეგიის განვითარება
|
სპეციალური შეთავაზების განხორციელებისას მონაცემთა სუბიექტის მიერ შეთავაზების მიღებაზე თანხმობის გამოთხოვამდე (ვებ გვერდზე რეგისტრაციის ან ლოიალობის პროგრამის წევრობის გაუქმებამდე.
ანალიტიკური მიზნებისათვის კვლევის ჩატარების ობიექტურ საჭიროებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები სტატისტიკური მიზნებისთვის შეიძლება შენახული იყოს დეპერსონალიზებული ფორმით. |
სასტუმროს საკონფერენციო სივრცით ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლობის შემთხვევაში ღონისძიებაში მონაწილე პირების სახელები და გვარები; პანელისტ მონაწილეთა სახელი, გვარი, პოზიცია და პირადი ნომერი.
|
გვაწვდის ხელშეკრულების მხარე სასტუმროს საკონფერენციო სივრცით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. | ხელშეკრულების მხარის მიერ ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით
————————————— ღონისძიების მონაწილეთა შენობაში დაშვება |
ღონისძიების დასრულებიდან 10 წელი
|
ლოგ-ინ დატა, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, დროის ზონის კონფიგურაცია და ლოკაცია, იმ მოწყობილობის საოპერაციო სისტემა, პლატფორმა და სხვა სახის ტექნოლოგია, რომელსაც მონაცემთა სუბიექტი იყენებს ჩვენს „ვებ-გვერდზე“ წვდომის დროს | ჩვენი ვებ გვერდი, როდესაც მომხმარებელი სტუმრობს ჩვენს ვებ გვერდს, გამოიწერს ვებ გვერდს, რეგისტრირდება ვებ გვერდზე, ჯავშნის სასტუმროს ნომრებს ვებ გვერდის მეშვეობით
„მზა-ჩანაწერები“ (Cookies) |
ვებ გვერდის გამართული ფუნქციონირება, განვითარება და დაცვა ინციდენტისგან;
ჩვენი ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი მომხმარებლები ჩვენს ვებ გვერდთან
|
ვებგვერდის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნებისათვის, კვლევების მათ შორის ანალიტიკური, ჩატარების ობიექტურ საჭიროებამდე, მაგრამ არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) თვის ვადისა
|
„ვებ-გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (თქვენ მიერ „ვებ-გვერდის“, ამავე „ვებ-გვერდზე“ განთავსებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია), მარკეტინგული და საკომუნიკაციო მონაცემები (თქვენი პრეფერენციები ჩვენი და/ან სხვა მესამე პირების მარკეტინგული შეთავაზებების მიღებასთან დაკავშირებით და თქვენი, როგორც ჩვენი ან მოცემული „ვებ-გვერდის“ მომხმარებლის გამოცდილება და თქვენი შესაბამისი პრეფერენციები) |
„მზა-ჩანაწერები“ (Cookies) რომელსაც ვიყენებთ |
ჩვენი ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი მომხმარებლები ჩვენს ვებ გვერდთან
პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად; იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას
ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად
|
ანალიტიკური მიზნებისათვის კვლევის ჩატარების ობიექტურ საჭიროებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა |
ინფორმაცია სასტუმროში, რესტორნებსა და ბარებში ჯავშნების, სასტუმროში ვიზიტორთა ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღების და მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების ან შეკვეთების შესახებ | მონაცემთა სუბიექტისგან, როდესაც სარგებლობს სასტუმროს მომსახურებით
ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით ონლაინ ჯავშნების დროს. ბარებში/რესტორნებში მაგიდების დაჯავშნისას დაჯავშნის აპლიკაციის გამოყენებით
|
პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად; იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის
ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად
გადახდის/ანგარიშსწორების მიზნებისათვის
|
ანალიტიკური მიზნებისათვის კვლევის ჩატარების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ობიექტურ საჭიროებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 წლისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები სტატისტიკური მიზნებისთვის შეიძლება შენახული იყოს დეპერსონალიზებული ფორმით.
გადახდის/ ანგარიშსწორების მიზნებისათვის მომსახურების მიღებიდან 10 წელი. |
სასტუმროს ან რესტორნის მომხმარებლების დიეტური შეზღუდვები და პირადი პრეფერენციები | მონაცემთა სუბიექტი მის მიერ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ზეპირად, მომსახურების მიღებისას ან ბარებში/რესტორნებში მაგიდების დაჯავშნისას დაჯავშნის აპლიკაციის გამოყენებით
|
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის სურვილების/პრეფერენციების გათვალისწინებისათვის
|
მონაცემთა სუბიექტის მიერ ბარებსა და რესტორნებში მაგიდების დაჯავშნის აპლიკაციის გამოყენებამდე
|
„აჭარა ჯგუფში“ დასაქმებული პირების შესახებ სახელი, გვარი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ვადა, მართვის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია, რეზიუმე (CV), განათლების შესახებ ინფორმაცია, უცხო ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია, დიპლომის ასლი ან განათლების დამადასტურებელი მოწმობა, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის დრო, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად), ნასამართლეობის შესახებ ცნობა (შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად), დაკავებული პოზიცია (თანამდებობა), ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია | მონაცემთა სუბიექტი/დასაქმებული პირი გვაწვდის მონაცემებს წინასახელშეკრულებო და შრომითი ხელშეკრულების დადების ეტაპზე
მონაცემთა სუბიექტის მიერ მითითებული რეკომენდატორისგან მონაცემთა სუბიექტის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ |
შრომითი ხელშეკრულების დადება
შრომითი ურთიერთობის განხორციელება შრომითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილიდან ცნობის გაცემა |
შრომითი ურთიერთობის პერიოდი და მისი დასრულებიდან 10 წელი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, რომლებიც მოითხოვება გარკვეული პერიოდულობით (მაგ. ყოველწლიურად, ყოველთვიურად) ინახება ახალი ცნობის მოტანამდე. ახალი ცნობის მოტანის შემდეგ წინა ცნობა ნადგურდება. თუ ცნობის მოთხოვნა ხდება მხოლოდ პირის სამუშაოზე აყვანისას, ეს ცნობა ინახება თანამშრომელთა პირადი საქმის შენახვის ვადით -10 წლით.
|
„აჭარა ჯგუფში“ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურში მონაწილე პირების შესახებ: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ვადა, მართვის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია, რეზიუმე (CV), განათლების შესახებ ინფორმაცია, უცხო ენის ცოდნის შესახებ ინფორმაცია, დიპლომის ასლი ან განათლების დამადასტურებელი მოწმობა, კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, | მონაცემთა სუბიექტი/კონკურსანტი პირი გვაწვდის მონაცემებს კონკურსის ეტაპზე
მონაცემთა სუბიექტის მიერ მითითებული რეკომენდატორისგან მონაცემთა სუბიექტის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ
|
ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის ჩატარება
შრომითი ხელშეკრულების დადება |
კონკურსის დასრულებამდე
სუბიექტის თანხმობით 1 წელი მომავალ კონკურსებში მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით |
„აჭარა ჯგუფის“ და მის პერიმეტრზე მყოფი პირების გამოსახულება ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერებზე (ბიომეტრიული მონაცემები) | ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერები
|
სასტუმროს/რესტორნის მომხმარებლების/ვიზიტორების, უსაფრთხოების და საკუთრების უზრუნველყოფა და დაცვა.
არასასურველ პირთა სიაში შეყვანილი პირის უნიკალური იდენტიფიცირება და ვინაობის დადასტურება, სასტუმროში ვიზიტისთანავე |
ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერის შენახვა ხდება არანაკლებ (ოცდაათი) 30 კალენდარული დღის ვადით
|
- მონაცემთა სუბიექტის უფლებები
ჩვენ ვიცავთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციით (GDPR) გარანტირებულ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებებს. ჩვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე მნიშვნელოვანის ფლობდეთ ინფორმაციას შემდეგი ძირითადი უფლებების შესახებ:
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება მოითხოვს და ჩვენ არაუგვიანეს 10 დღისა მივაწვდით შემდეგ ინფორმაციას : მის შესახებ რომელ მონაცემებს ვამუშავებთ, მონაცემთა დამუშავების საფუძველი და მიზანი; მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყარო; მონაცემთა შენახვის ვადა, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, რა კრიტერიუმით განვსაზღვრავთ ვადას, ვის და რა სამართლებრივი გარანტიებით გადავცემთ მის მონაცემებს.
ჩვენ მონაცემთა სუბიექტს მისი მოთხოვნის გარეშე, პირველივე შესაძლებლობისთანავე მივაწვდით ინფორმაციას ინციდენტის შესახებ (მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას) თუ ინციდენტი მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ინციდენტის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს ვაცნობებთ ინციდენტსა და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს; ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო/დამდგარი ზიანის, მის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები.
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება
მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მოგვთხოვოს ჩვენს მიერ დამუშავებული, მისი პერსონალური მონაცემების ასლები უსასყიდლოდ. ჩვენ შეიძლება დავადგინოთ გონივრული საფასური იმ შემთხვევაში თუ მონაცემთა სუბიექტი ითხოვს შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემა და ამისათვის საჭიროა ჩვენს მიერ დამატებითი რესურსის დახარჯვა. ამ შემთხვევაში განსაზღვრული საფასური არ იქნება დახარჯული რესურსის ოდენობაზე მეტი.
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოგვთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. ჩვენ გავასწორებთ შეცდომას, როგორც მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე ასევე შეცდომის ჩვენს მიერ აღმოჩენის შემთხვევაშიც და ამის შესახებ შევატყობინებთ მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა თუ შეცდომა არის ტექნიკური ხასიათის.
შეცდომის შემთხვევაში ასევე შევატყობინებთ მონაცემის ყველა მიმღებს ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადავეცით მონაცემები.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მოთხოვნა უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 10 დღისა. მონაცემთა სუბიექტს უარი ეთქვას მონაცემთა წაშლასა და განადგურებაზე შეიძლება უარი ეთქვას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში.
მონაცემთა დაბლოკვის უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა. მონაცემთა სუბიექტს მონაცემთა დაბლოკვაზე შეიძლება უარი ეთქვას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლისს შემთხვევებში.
თანხმობის გამოხმობის უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. თუ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარდა მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს, თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა. მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გამოხმობამდე მისი მოთხოვნის შემთხვევაში მივაწვდით ინფორმაციას თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
- არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
- მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ უზრუნველვყობთ თქვენი მონაცემების უსაფრთხო დაცვას და ამისათვის მივმართავთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას.
ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალური მონაცემებს არა ავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომისაგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, დაზიანებისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნის ამოწურვის შემდეგ ჩვენ რეგულარულად ვშლით და ვანადგურებთ პერსონალურ მონაცემებს ან ვინახავთ დეპერსონალიზებული სახით ჩვენი ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის.
ჩვენთან აფილირებული კომპანიები ამავე სტანდარტით იცავენ პერსონალურ მონაცემებს.
ჩვენს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან ან მესამე მხარესთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სპეციალურ დებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით ვახორციელებთ ვიდეომონიტორინგს.
უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების აღწერა ვრცლად იხილეთ „პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისათვის გატარებული ღონისძიებების აღწერა“
ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესები და პირობები იხილეთ: „სტანდარტული საოპერაციო პროცედურა ვიდეო მონიტორინგის შესახებ“ .
- მონაცემთა გადაცემა მესამე მხარისთვის
ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს არ გადავცემთ სხვა პირებს გარდა:
- ჩვენს კომპანიასთან აფილირებული კომპანიებისა, ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიებს. ვინ არიან ჩვენთან აფილირებული პირები – ურთიერთდაკავშირებულ კომპანია, სადაც კომპანია ფლობს, კომპანიაში ფლობს სხვა პირი ან რომელსაც ერთობლივად (კომპანიასთან ერთად) ფლობს სხვა პირი. აფილირებული არის ასევე პირი, რომელზეც კომპანია ახორციელებს საერთო კონტროლს სხვა პირთან ერთად, ან რომელზეც კონტროლი ხორციელდება იმავე პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს კომპანიის მაკონტროლებელს. ამ ჩანაწერის მიზნებისთვის კონტროლში იგულისხმება წილობრივი მონაწილეობა, მენეჯმენტის წევრობა, რეგისტრირებული დირექტორობა);
- კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ შეტყობინების/ინფორმაციის ტექნიკურად გაგზავნას. ამ შემთხვევაში მათ გადაეცემათ მხოლოდ თქვენი ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტა.
- „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) პოლიტიკა
„მზა-ჩანაწერები“ (Cookies) წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომელსაც ვებგვერდი თქვენი სტუმრობისას თქვენსავე კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში ინახავს. „მზაჩანაწერები“(Cookies) გვეხმარება უკეთ ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა. „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილები ინახავს თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე ნავიგაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ჩვენ არ ვინახავთ თქვენი მისამართის, პაროლების, საკრედიტო და სადებეტო საბანკო ბარათების და სხვა ნებისმიერი პირადი ინფორმაციის შესახებ მონაცემებს Cookie ფაილებში.
ჩვენ ვიყენებთ Google Analytics და Facebook Pixel სერვისებს.
ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სტატისტიკური მონაცემები ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორების შესახებ (ძიების შინაარსი, ვებგვერდის გარკვეული გვერდი, რომელსაც ისინი სტუმრობენ და ა.შ.). ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომელი ქალაქიდან/სახელმწიფოდან მოხვდა მომხმარებელი ჩვენს ვებ-გვერდზე, რა დროს ატარებს ვიზიტორი ჩვენს ვებ -გვერდზე, რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებს ვებ-გვერდის ვიზიტორი და ა.შ.
ინფორმაცია ჩვენი ვიზიტორების ასაკის, სქესის, ინტერესების, მოწყობილობის ენის, მდებარეობის, მოწყობილობის ტიპის, ქცევის შესახებ (ჩართულობა, ვებსაიტთან ურთიერთქმედება, ვებგვერდის ვიზიტების სიხშირე და უახლესი სიხშირე ). ეს ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და არ გვაძლევს მომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას.
ჩვენს ვებ გვერდზე სტუმრობის შემდეგ თქვენ უნდა დაეთანხმოთ „მზა-ჩანაწერები“ (Cookies)
პოლიტიკას იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება.
- განახლება
აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.
- საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონის ნომერი: +995 0322 02 00 99
ელექტრონული ფოსტა: pdo@roomshotels.com, bls.lawcompany@gmail.com