fbpx

Book your stay

ასეთი დრო

Times like these


აჭარა ჯგუფი და ვიზა

2020 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა სტუმართმასპინძლობის გლობალური ინდუსტრიისათვის თუმცა გამოწვევები უნიკალურ პოტენციალს ქმნის;
Adjara Group და Visa შემოქმედებითი მიდგომის ინიციატივას ქმნიან და ახალი ერთობლივი კამპანიის ფარგლებში შიდა ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავენ.
კამპანია გულისხმობს განსაკუთრებულ შეთავაზებებს Visa ბარათის მფლობელთათვის Adjara Group-ის სასტუმროებსა და რეკრეაციულ სივრცეებში. “ასეთი დრო” მეგობრული და გულწრფელი მოპატიჟებაა რეგიონის უნიკალურ კულტურულ, კულინარიულ თუ ესთეტურ გამოცდილებებზე.

ასეთი დრო ძვირფასია

ვარსკვლავთცვენა ყაზბეგში ან ბაკურიანის წიწვოვანი ტყის ზღაპრული ნისლი.
სასტუმროებში Rooms Kazbegi და Rooms Kokhta, Visa ბარათის მფლობელებისთვის, ყოველი დაჯავშნილი ღამე საჩუქრად მეორეს გულისხმობს. თუ რამე გვამახსოვრდება, ისევ ასეთი დრო.

ასეთი დრო განუმეორებელია

აუჩქარებელი საუბრის, მუსიკის მოსმენის, მხიარულების. სასმელის ხელოვნება ჩვენი ხელწერაა. Rooms Tbilisi, Lolita და Cafe Stamba, Visa ბარათით ერთი კოქტეილის შეძენის შემთხვევაში, დამატებით კიდევ ერთზე გპატიჟებთ; თქვენ ან თქვენს მეგობარს.

სახლში ყოფნის შესახებ

თანამედროვე ფოტოხელოვანთა მხატვრული რეპორტაჟები
ყაზბეგი, ბაკურიანი, ბათუმი, აბასთუმანი

კამპანიის დასკვნითი ნაწილი შემოქმედებითი ხასიათისაა, პროექტში ჩართულია თანამედროვე ქართული ფოტოხელოვნების გამორჩეული სახელები, როგორებიც არიან თაკო რობაქიძე, ანკა გუჯაბიძე, გიორგი ნაკაშიძე და ნატა სოფრომაძე.
ისინი იმოგზაურებენ ყაზბეგში, ბაკურიანში, ბათუმსა და აბასთუმანში სადაც აჭარა ჯგუფი წარმოდგენილია არსებული ან სამომავლო პროექტებით.
მხატვრული რეპორტაჟები ხაზს გაუსვამს იმ უნიკალურ თავგადასავლებს და სურათებს რომლებიც მხოლოდ საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს. “ასეთი დრო” დაფიქსირდება და საბოლოოდ კამპანიის დასასრულებისას იქცევა გამოფენად, რომელიც სასტუმრო სტამბასთან არსებულ ფოტო და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება.

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

+995 32 2020020